ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს, რუსთაველის თეატრში, ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო.
როგორც “თაიმერს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთაველის თეატრში ყველა ძირითადი ლოკაცია დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში 15 ოქტომბერს ერთ-ერთი ღონისძიება გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და ინიციატივით ჩატარდება. მას 30 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოხდება იმ ცოდნისა და ექსპერტიზის გაზიარება, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებშია დაგროვილი. მისი განცხადებით, ფორუმზე მრავალი ისეთი საკითხი განიხილება, რომელიც აბრეშუმის გზის აქტუალიზაციასა და ყველა იმ ინიციატივასთანაა დაკავშირებული, რომელმაც უნდა გაზარდოს ნაკადები აბრეშუმის გზაზე.
“ყოველივე ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, გაიხსნება ახალი ლოგისტიკური ცენტრები, მეტად დაიტვირთება რკინიგზა და პორტები, რაც საქართველოს მოსახლეობასა და მის კეთილდღეობაზე აისახება,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ანგარიში მოისმინა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ოდესა – რეფორმების ლიდერი უკრაინაში