რუსეთში საქართველოდან ხორცპროდუქტების შეტანა იკრძალება

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამმართველოს, რიაზანისა და ტამბოვის რეგიონალური სამსხურის ინფორმაციით, მათ ტერიტრორიაზე საქართველოდან ხორცპროდუქტების შეტანა იკრძალება.

სანიტარული კონტროლის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ღორის აფრიკული ჭირისა” და ჯილეხის გავრცელების არასტაბილური “ეპიზოოტიკური” მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებში გადამუშავებული პროდუქციის შეტანა იკრძალება.

სანიტარული კონტროლის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ ეხება თევზეულს, თევზის ფქვილს და ზღვის პროდუქტებს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს
შემდეგი სტატია“არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ბიზნესის კეთებას გაართულებდა”