რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მინისტრის ყოფილი მოადგლე დააკავეს…

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში დააკავეს ე.წ. სამხრთ ოსეთის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც სახელმწიფო ქონების დატაცებაში ედება ბრალი…

რუსული მედიის ცნობით, ყოფილმა ოსმა ჩინოვნიკმა ბატრაძ პარასტაევმა, სახელმწიფო შესყიდვების მაქინაციებში მონაწილეობის გზით ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს 2011 წელს 2 მილიონი რუბლი დააკარგვინა, საიდანაც თვითონ მიიღო სარგებელი… ამ საქმეში ბრალდებულ პარასტაევს, ოსურმა სასამართლომ გაუსვლელობის ხელწერილით, საქმის დასრულებამდე შინაპატიმრობა მიუსაჯა… თუმცა ბრალდებული გაიქცა და სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა… ამის შემდეგ მასზე გამოცხადდა ძებნა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასტაევი ახლა კრასნოდარში, დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ელოდება ცხინვალში ეტაპირებას…

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს