ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს

ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებულიშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განკარგულება გასცა, რომ ქვეყანა 2016 წლისთვის 10 ათასი სირიელი ლტოლვილის მისაღებად მოემზადოს.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება აშშ-ს მზაობას გამოხატავს, რომ სირიელ ლტოლვილებზე აშშ-ს მთავრობამ იზრუნოს.

მიმდინარე მომენტში, სირიის ომის განმავლობაში, რომელიც 4 წელიწად ნახევარია გრძელდება, აშშ-ში თავშესაფარი ათას ხუთასმა სირიელმა მოითხოვა. თითოეული განცხადების შესწავლის პროცედურები ორი წელი გრძელდება.

ამასთანავე, გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2015 წლის მანძილზე ევროკავშირმა დაახლოებით 378 ათასი ლტოლვილი მიიღო. პროგნოზის თანახმად, ლტოლვილების ნაკადი ჯერჯერობით არ შემცირდება და ის 2015 წლის მანძილზე 850 ათას ადამიანს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მინისტრის ყოფილი მოადგლე დააკავეს…
შემდეგი სტატიარუსი პროგრამისტის თავს იტალიელი და ჩინელი ექიმები გადანერგავენ