2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ აშშ-ში, დღეს პატრიოტის დღე აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაეშვება.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – “ბოინგ 767” ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 5 ტერორისტი და ეკიპაჟიოს 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე “ტყუპების” სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი – “ბოინგ 757” პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს სულ 2 996 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 19 გამტაცებელი.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა tyupeeee

banner
წინა სტატიაშიაფხაზური დელეგაცია თურქეთის ქალაქებში შეხვედრებს მართავს…
შემდეგი სტატიარუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მინისტრის ყოფილი მოადგლე დააკავეს…