“რუსეთს ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება აქვს გადაწყვეტილი,”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რუსეთის ქმედებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ყოფილი საბჭოთა სივრცის აღდგენას გეგმავს.

“უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და უფრო მწვავედ უნდა დაისვას საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ახლა დასავლეთი სხვანაირად მოქმედებს. აუცილებელია გააქტიურება ამ კუთხით. რუსეთს აქვს გადაწყვეტილი ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება, ის აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,” – აცხადებს დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილი – ქართული ოცნება” ცდილობს, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს, ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლებას
შემდეგი სტატია“გვენეტაძე მაღალი კლასის იურისტია, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხს შუშის სასახლეში გადაწყვეტენ,”