გია ცაგარეიშვილი – ქართული ოცნება” ცდილობს, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს, ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლებას

1412397703_1410068539_1409650692_1404479323_1355908366_gia-cagareishvili,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ვიცე სპიკერის თანამდებობიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენება, რომლითაც უნდა დაკავდეს საპარლამენტო უმრავლესობა.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ,,თავისუფალი დემოკრატები” თანამდებობებზე დამოკიდებულები არ არიან და მისთვის გაურკვეველია პარლამენტში თუ ვინ უნდა გადააყენოს თანამდებობიდან ზურაბ აბაშიძე.
,,ისეთ თემებზე უწევს მმართველ კოალიაციას საუბარი თითქოს სხვა პრობლემები არ იყოს. შეხვდენ იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან, უამრავი გამწარებელი ადამიანია, მათ გასცენ პასუხი, ვიდრე იმაზე იფიქრონ, როგორ ჩაანაცვლონ ზურაბ აბაშიძე. ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული ორი წლის თავზე ,,ქართული ოცნება” ცდილობს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლოს, ზურაბ აბაშიძის ჩანაცვლებას. ეს ის ზურაბ აბაშიძეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხელით სასიკვდილოდ იყო განწირული და ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აქვთ აღძრული არც პროკურატურას და არც შსს-ს. ვფიქრობ, ამაზე უნდა იზრუნოს დავით საგანელიძემ. ამაზე უნდა იზრუნონ ყოფილმა თანამებრძოლებმა და არა იმაზე, გუბაზ სანიკიძით ჩაანაცვლებენ ზურაბ აბაშიძეს თუ სხვა ვინმეთი “ფორუმიდან”. გამკვირვებია “ფორუმი” რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას. გადაწყვიტონ კოლეგებმა, მათ ხელშია ბერკეტებიც. ჩვენთვის ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის” პარლამენტში თანამდებობას არავითარი ნიშვნელობა არ აქვს. არავინ არ არის ჩამოკიდებული ამ თანამდებობებზე. თუ ყოფილ კოლეგებს უმრავლესობიდან მოუცლიათ ამისთვის, მოიცალონ. გადადონ გვერდზე ათასი პრობლემა და დაკავდნენ ჩვენი გამოყრებით სამუშაო ოთახებიდან. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ჩვენ ახლა გვიკავია. მაგრამ კიდევ ერთ კითხვას ვსვამ, ნახევრად რიტორიკულს – ვის უნდა გადააყენებინონ ჩემი თავი? ყოფილ ,,ნაციონალებს”, რომლებიც შეისრუტეს ,,ქართულ ოცნებაში” და გახადეს წევრებად? ამ ადამიანებს უნდა გადააყენებინონ ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, ვიქტორ დოლიძე? მერე ვინმე იტყვის, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები” მხილებულები არიან იმაში , რომ ,,ნაციონალებთან” ხომ არ ,,ვასვასებენ” . ვინ ვისთან ,,ვასვასებს”, ეს კარგად ჩანს”, -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია – მაინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში დაინიშნა
შემდეგი სტატია“რუსეთს ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება აქვს გადაწყვეტილი,”