“გვენეტაძე მაღალი კლასის იურისტია, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხს შუშის სასახლეში გადაწყვეტენ,”

კახა კუკავა: „ხელისუფლება ცდილობს, პროცესები გადაიტანოს“

"გვენეტაძე მაღალი კლასის იურისტია, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხს შუშის სასახლეში გადაწყვეტენ,"პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარის თანამდებობაზე წარდგენილი ნინო გვენეტაძის შესახებ აკეთებს კომენტარს. კუკავა ფიქრობს, რომ გვენეტაძე კარგი იურისტია.

“ქალბატონი ნინო მაღალი კლასის იურისტია. მაგრამ დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი, ეს თვითონ ოცნების დეპუტატებმაც არ იციან. დეპუტატებს წინა საღამოს დაურეკავენ და ეტყვიან, რა უნდა გააკეთონ. შუშის სასახლიდან დაურეკავენ კალაძეს, კალაძე დარეკავს სუსის ხელმძღვანელთან, მჭედლიშვილი დაურეკავს ვოლსკს და ვოლსკი ფრაქციის სხდომაზე ეტყვის დეპუტატებს, დაუჭირონ თუ არა მხარი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას,” – აცხადებს კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთს ყოფილი საბჭოთა სივრცის სრულად დაპატრონება აქვს გადაწყვეტილი,”
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა