„რუსეთმა შეაჩვია ჩვენი ხელისუფლება, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მცოცავი ანექსია,” – ირაკლი ჩიქოვანი

ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

მათივე თქმით, აუცილებელია საკითხის დაყენება ჟენევის ფორმატში მოხდეს.

„სამწუხაროდ, რუსეთმა შეაჩვია ჩვენი ხელისუფლების მმართველობა იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. ის მოქმედებები, რასაც ახორციელებს ხელისუფლება და მთავრობა, არ არის დამაკმაყოფილებელი,“ – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, აღნიშნული საკითხის დაყენება ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის სტურქტურებში უნდა მოხდეს, როგორიცაა ჟენევის მოლაპარაკებები.

banner
წინა სტატიაში„ბიუჯეტის მიღებიდან 6 თვის თავზე ვსაუბრობთ მის კორექტირებაზე,” – მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატია„10 კილომეტრი იქნება თუ 10 მეტრი ჩვენ მკაცრი განცხადება უნდა გავაკეთოთ,” – თედო ჯაფარიძე