„ბიუჯეტის მიღებიდან 6 თვის თავზე ვსაუბრობთ მის კორექტირებაზე,” – მიხეილ მაჭავარიანი

მთავრობისგან დაბრუნებული ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. მისი კენჭისყრა პარასკევს ჩანიშნულ რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი. მიმდინარე წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 160 მილიონით არის შემცირებული ხარჯვით ნაწილში.

თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოხდა თანხების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანა და რეალურად ბიუჯეტი არ შემცირებულა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის დავით ონოფრიშვილის თქმით, ამგვარი შემცირებები ყოველთვის ნეგატიურად აისახება ამა თუ იმ პროექტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, პარტია ასეთ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

„ბიუჯეტის მიღებიდან 6 თვის თავზე ვსაუბრობთ ბიუჯეტის კორექტირებაზე, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა არის უნიათო და ის ვერ ართმევს თავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას,“ – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანი ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს.

banner
წინა სტატიაშიგლდანში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს
შემდეგი სტატია„რუსეთმა შეაჩვია ჩვენი ხელისუფლება, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მცოცავი ანექსია,” – ირაკლი ჩიქოვანი