,, რუსეთთან მაქსიმალურად პრაგმატული, თუმცა არაკომპრომისული პოლიტიკა გაგრძელდება”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

რუსეთთან მაქსიმალურად პრაგმატული, თუმცა თანმიმდევრული და არაკომპრომისული პოლიტიკა გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში უდავოა, ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმ პრაგმატული მიდგომისა, რომელიც აქვს ქვეყნის ხელისუფლებას.
“რუსეთთან მიმართებაში შესანარჩუნებელია ორივე ფორმატი. ერთია ჟენევის ფორმატი, რომელიც პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიების მიღება რუსეთის მხრიდან. ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მეორეს მხრივ აბაშიძე-კარასინის დიალოგი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკიას რუსეთთან მიმართებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში26 წლის ნინოს სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება ესაჭიროება
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა