26 წლის ნინოს სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება ესაჭიროება

26 წლის ნინო სულაბერიძეს, სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება ესაჭიროება. საწყის ეტაპზე გერმანიაში გამოკვლევა 25 ათასი ევრო ჯდება, დანარჩენს კი მკურნალობის პროცესი გამოავლენს.

“საქართველოს ბანკი” – GE80BG 0000000562802100; მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის – 0901701008; ზარის ღირებულება 1 ლარი.

“ამ სიფრიფანა ფურცელის დაჭერა ისეთივე მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც იმ დიაგნოზის მოსმენა, რომელიც დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოვისმინე – თავის ტვინზე სიმსივნური წარმონაქმნი, რომლის ამოკვეთის ოპერაცია ოთხი თვის წინ საქართველოში გავიკეთე, თუმცა უშედეგოდ… აღმოჩნდა, რომ ისეთ რთულ ადგილასაა, ხელახალი ოპერაცია და მკურნალობაა საჭირო, რომელიც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი გერმანიის კლინიკაში და რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინც კარგად მიცნობს მან იცის, როგორი რთულია ჩემთვის დახმარების თხოვნა, თუმცა როცა დამირეკეს და მითხრეს, ორგანიზება გავუკეთოთ ყველაფერს შენს დასახმარელადო, მივხვდი არაფერია გვერდში დგომის ფასი, ვერაფერს გააკეთებს ადამიანი მარტო და სიამოვნებით დავთანხმდი. არ შეიძლება დახმარებაზე და სიკეთის კეთებაზე უარის თქმა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უკვე ბევრნი ხართ და დღითიდღე კიდევ უფრო ბევრნი ხდებით. ძალიან მახარებთ და მაძლიერებთ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და სრულიად უცხო ადამი ანებს, რომლებიც აზიარებთ ჩემს სურათს და ამხელა სიტბოს და თანადგომას გამოხატავთ. GE80BG 0000000562802100 – ეს ჩემი ანგარიშის ნომერია, რომელიც “საქართველოს ბანკში” არის გახსნილი”- ამბობს ნინო.

banner
წინა სტატიაში,,ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება…- იაცენუკი სააკაშვილს პასუხობს”
შემდეგი სტატია,, რუსეთთან მაქსიმალურად პრაგმატული, თუმცა არაკომპრომისული პოლიტიკა გაგრძელდება”