რომის პაპმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს

რომის პაპმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს

მშვიდობისმყოფელი ანგელოზი პუტინსვატიკანში რომის პაპითან შეხვედრაზე მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდა «მნიშვნელოვანი და გულწრფელი ძალისხმევა გამოიჩინოს, რომ უკრაინაში მშვიდობა დადგეს».

პაპის პრეს-სამსახურის ცნობით შეხვედრისას, რომელიც 50 წუთი გაგრძელდა, პანთიფიკი და რუსეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ იმაზე, რომ დონბასში აუცილებელია დიალოგის ატმოსფერო აღდგეს ორივე მხარეს შორის.
ამასთანავე, პაპმა ფრანცისკმა და პუტინმა მშვიობიანი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ილაპარაკეს, რომელიც მინსკში იქნა ხელმოწერილი უკრაინის მხარესა და ორ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკეს შორის.
რომის პაპმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილეს და იქ ქრისტინული გაერტიანებების მნიშვნელობა აღნიშნეს. პაპმა პუტინს მედალიონი აჩუქა, სადაც გამოსახულია მსოფლიო მშვიდობის ანგელოზი. «ეს ანგელოზი მოიგებს ყველა ომს და ის მსოფლიოში ყველა ხალხის გაერთიანებას შეძლებს» – თქვა პაპმა.
პუტინმა იტალიის პრეზიდენტთან სერჯიო მატტარელლოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რომის პაპთან შეხვედრა «კარგი» იყო.
ამ შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი იყო, რომელიც იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, მან აუდიენციაზე ერთ საათზე მეტი დააგვიანა.
ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, შეხვედრა 17.00 საათზე იყო დაგეგმილი. 17.15 წუთზე პაპის მდივანი პუტინთან შესახვედრად გამოვიდა, მაგრამ ის 45 წუთის შემდეგ მოვიდა.
ეს პუტინის პირველი დაგვიანება რა არის პაპ ფრანცისკთან. 2013 წლის ნოემბერში, როცა მათი პირველი შეხვედრა შედგა, პუტინმა 50 წუთის შემდეგ მოვიდა.

banner
წინა სტატიაშიმალაიზიაში ტურისტებს თავიანთი სიშიშვლით «მიწისძვრის გამოწვევისთვის» ასამართლებენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა