რიო-დე-ჟანეიროში კარნავალი დაიწყო

რიო-დე-ჟანეიროში კარნავალი დაიწყო. სამბადრომზე ცნობილი აღლუმი სამბას „ელ სიმა და ჰორას“ სკოლამ გახსნა.

ათას ერთი ღამის სიუჟეტის მოსაყოლად სკოლამ სამბას მოცეკვავეებით გარშემორტყმული, არაბული გარეგნობის მქონე მამაკაცის გრანდიოზული ქანდაკება წარმოადგინა.

რიოს 70-ზე მეტ უბანში ადგილობრივები დილიდანვე შეიკრიბნენ. გრანდიოზული წვეულების აღნიშვნა თეატრალურ კოსტიუმებში გამოწყობილებმა მუსიკალურ ბენდებთან ერთად ცეკვითა და სიმღერით დაიწყეს.

კარნავალის კულმინაცია, ტრადიციულად, სამბას კონკურსი იქნება, რომელშიც სამბას ცეკვის 12 სკოლა საუკეთესო პერფორმანსისთვის ერთმანეთს შეეჯიბრება. თითოეული სკოლა პერფორმანსს წარმოადგენს. თითოეულ გუნდში 3-4 ათასი მოცეკვავეა. ისინი ერთმანეთს “კარნავალი 2015” წლის გამარჯვებულის სტატუსისთვის შეეჯიბრებიან. მსაჯები საუკეთესო შოუს მისი თემიდან, შინაარსიდან და ცეკვის სინქრონულობიდან გამომდინარე გამოავლენენ.

სამბას ცეკვის დღესასწაული რიოში კიდევ 5 დღე გაგრძელდება.

ქუჩის გრანდიოზული წვეულებისთვის წელს რიო-დე-ჟანეიროს მილიონამდე ტურისტი ესტუმრა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: შეიძლება აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ