რა ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში?

არასრულწლოვანს არ შეიძლება უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, – ამას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე თუ პატიმარი არასრულწლოვანია, პატიმრობის საერთო ვადა წინა სასამართლო სხდომამდე მისი დაკავებიდან 40 დღეს არ უნდა აღემატებოდეს, ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა კი 6 თვეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს ჯანდაცვის, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში იმსჯელებენ.

საკითხს ბიუროზეც განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე დღეს თეა წულუკიანს შეხვდება