ეკა ბესელია: პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაა

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფოზე შეტევაა.

უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის დროულად დასაკავებლად.

“პოლიციელზე ხელის აღმართვა და მისი სიცოცხლის ხელყოფა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაა,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

შაბათ საღამოს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებს ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ დამნაშავეებს მწვანე შუქი აუნთო”-გიორგი კანდელაკი პოლიციელებზე თავდასხმაზე
შემდეგი სტატიარა ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში?