ნინო გვენეტაძე დღეს თეა წულუკიანს შეხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდება. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში, 13:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე თეა წულუკიანი ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას პირადად მიულოცავს.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, საუბარი შეეხება სასამართლოს მომავალი საქმიანობის გეგმებს და პერსპექტივებს.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა 20 მარტს 88 ხმით აირჩია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად 23 მარტს შეუდგა.

banner
წინა სტატიაშირა ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში?
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: რუმინეთი არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი