რა კითხვები დაუსვეს გურიელიძეს პროკურატურაში?!

პროკურატურის დატოვების შემდეგ ზურაბ გურიელიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ცხოველების დათვლა.
“პროკურატურას აინტერესებდა სიტუაცია თუ როგორ მოხდა ვთქვათ ამ შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ბრალეულობას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ რა მოხდა და იმაზე, როგორ ხდებოდა რაოდენობის დადგენა და ერთი თეთრი ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი”, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორის თქმით, ინფორმაციის მიღება გარდაცვლილი და დაკარგული ცხოველების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან ხდებოდა, უზუსტობაც, მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება.
“ხდებოდა სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოწოდება, შემდეგ როდესაც ეს ინფორმაცია დავაჯამე, აღმოჩნდა, რომ სამივე თეთრი ვეფხვი მკვდარი იყო. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ დილით, როდესაც ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი ცოცხალი იყო”, – განაცხადა გურიელიძემ

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს
შემდეგი სტატია„არ დაგაჭერინებთ ზურაბ გურიელიძეს“.