კახა კალაძე – უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა”უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!“-ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დღეს მომხდარ ფაქტს. კალაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

“ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ – უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!

როცა ხდება ესეთი მასშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება.

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე მინდა ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია. ვწუხვარ, კიდევ ერთხელ სამძიმარი დღეს დაღუპულს…”, – წერს კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, როგორ გამოიყვანოს საზოგადოება ამ მძიმე ვითარებიდან”
შემდეგი სტატიარა კითხვები დაუსვეს გურიელიძეს პროკურატურაში?!