„არ დაგაჭერინებთ ზურაბ გურიელიძეს“.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.როგორც ,,თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება აქციის მონაწილეები პროკურატურისგან მოითხოვენ ზურაბ გურიელიძის დაკითხვა შეწყდეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არ დაგაჭერინებთ ზურაბ გურიელიძეს“.
აქციის მონაწილეები სასტვენების თანხლებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ, ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის მიმართ დევნა შეწყდეს.ადამიანი უდანაშაულოა. კეთილი ადამიანი, რომელიც არაფერ შუაშია და არ დავუშვებთ, რომ ზურაბ გურიელიძე დაიჭირონ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშირა კითხვები დაუსვეს გურიელიძეს პროკურატურაში?!
შემდეგი სტატიავაკეში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება