რაულ ხაჯინბა: ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება, თუმცა…

ერთერთი მთავარი საკითხი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ დღეს გალის საზოგადოებასთან შეხვედრისას განიხილა, გახლდათ ხარისხიანი განათლების საკითხი.

,,ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. თუმცა ვთვლი. რომ დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ სკოლაში იმ წიგნებით, რომელიც უარყოფს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას. ჩვენ ვაშენებთ რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს და გვინდა კეთილი ურთიერთობები საქართველოსთან, თუ ქართული მხარე მიხვდება, რომ საჭიროა აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება,,  განაცხადა რაულ ხაჯინბამ.  მისი სიტყვებით, განათლების, ნეცნიერების, სპორტისა და ასახლგაზრულ საქმეთა სამინისტროს წინაშე უკვე დაყენებულია საკითხი გალის რაიონში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საგანმათლებლო პროგრამის დანერგვის შესახებ.

თავის მხრივ ამ თემაზე აზრი გამოთქვა გალის ადმინისტრაციის მეთაურმა თემურ ნადარაიამ, რომელმაც განაცხადა: ,,გალის რაიონის 20 სკოლიდან 11-ში სწავლება ქართული პროგრამით მიმდინარეობს… განსაკუთრებით დაბალი ზონის სოფლების სკოლებში. მე მადლობელი ვარ იმ ხალხის ვინც არ გაიქცა და დარჩა აფხაზეთში საცხოვრებლად… მაგრამ ამ სახით სწავლება, თავად ამ მოქალაქეებზე იმოქმედებს ცუდად. წარმოიდგინეთ, როგორ შეეძლებს ის ხალხი ადაფტაცია გაიაროს სახელმწიფოში, რომელსაც არ ეცოდინება სახელმწიფო ენაზე ლაპარაკი და წერა-კითხვა?,,

ნადარაიამ ასევე ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის  გალის რაიონის სკოლებში, 4000-მდე სახელმძღვანელოა შეტანილია, აფხაზური პროგრამით სწავლების განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯინბა გალში ჩაის კულტურის აღორძინებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაუჩვეულო მოვლენა უეფას თასზე