რაულ ხაჯინბა გალში ჩაის კულტურის აღორძინებაზე საუბრობს

,,ჩაის ჩვენ ჯეროვნად ვერ ვუპატრონეთ… პლანტაციები განადგურებულია… აუცილებელია ამ კულტურის აღდგენა,, განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ, გალის რაიონის საზოგადოებასთან შეხვედრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ სამუშაოები დაიწყო და შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს. ,,იმედია უმახლოეს პერიოდში სხვა მაჩვენებლები გვექნება,, განაცხადა ხაჯინბამ.

თავის მხრივ,  შეხვედრაზე აზრი გამოხატა გალის ადმინისტრაციის მეთაურმა თემურ ნადარაიან, რომელმაც განაცხადა, რომ გალის რაიონში არიან ამ კულტურით დაინტერესებული მეწარმეები, რომელთაც ჩაის პლანტაციისთვის 1000 ჰექტარი მიწა  გამოეყოთ.

 

banner
წინა სტატიაშირუსმა სტრიპტიზიორებმა პუტინს მიბაძეს
შემდეგი სტატიარაულ ხაჯინბა: ჩვენ არ ვაპირებთ ავკრძალოთ მშობლიურ ენაზე სწავლება, თუმცა…