პროკურორები უგულავას პროცესზე ამ დრომდე არ გამოცხადებულან-სხდომათა დარბაზთან რიგი დგას

5:00 საათზე დაანოსნებული განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა.

სასამართლო კოლეგიამ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს.

სასამართლო დარბაზთან გიგი უგულავას მომხრეების, ნათესავების, მეგობრებისა და თანამოაზრეების რიგი დგას, სასამართლოში ამ დრომდე არ გამოცხადებულან პროკურორებიც.

უცნობია მიზეზი თუ რატომ დააგვიანეს პროკურორებმა სასამართლო სხდომაზე.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ გიგი უგულავს პატიმრობა უკანონოა, ადვოკატები დღესვე ელოდებიან დედაქალაქის ყოფილი მერის გათავისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: როდესაც სასამართლოს სრული შემადგენლობა საავადმყოფოში მიდის უხერხულია
შემდეგი სტატიაუკრაინამ ბერლუსკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა