უკრაინამ ბერლუსკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

უკრაინამ ბერლუსკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებული ბერლუსკონი შესაძლოა რუსეთის ეკონომიკას ჩაუდგეს სათავეშიუკრაინის მთავრობამ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სივლიო ბერლუსკონეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, ბერლუსკონის სამი წლის მანძილზე აუკძალული აქვს უკრაინაში ვიზიტი. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული – ამბობენ უწყებაში.

გასულ კვირას ბერლუსკონი ყირიმში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

უკრაინის კანონების მიხედვით, უცხოელებს კიევის ოფიციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ ყირიმში წასვლა, რადგანაც ტერიტორია დროებით ოკუპირებულია. უკრაინის საგარეო უწყებამ მკაცრად შეაფასა ბერლუსკონის პირადი ვიზიტი ყირიმში.

banner
წინა სტატიაშიპროკურორები უგულავას პროცესზე ამ დრომდე არ გამოცხადებულან-სხდომათა დარბაზთან რიგი დგას
შემდეგი სტატიალიბიის სანაპიროზე ისლამისტებმა რუსული გემი დააკავეს