პრემიერმა ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად გახსნილი მონუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მცხეთა – მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა. წიწამურში, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი დაათვალიერა.

ძეგლის კვარცხლბეკი და კიბეები წლების განმავლობაში პრაქტიკულად, დანგრეული იყო. სავალალო მდგომარეობაში იყო მიმდებარე ტერიტორიაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში 90%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია