პიკასოს 13 წლის წინ მოპარული ნახატი ნაპოვნია

პიკასოს 13 წლის წინ მოპარული ნახატი ნაპოვნია

პიკასოს 13 წლის წინ მოპარული  ნახატი ნაპოვნიააშშ-ს სამართალდამცველებმა პაბლო პიკასოს ნახატი იპოვეს, რომელიც საფრანგეთში 2001 წელს იქნა მოპარული – ამის შესახებ განცხადება ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილის პროკურორმა გააკეთა.
კუბისტური ტილო La Coiffeuse (სტილისტი), რომელიც საფრანგეთის ხელისუფლების კუთვნილება იყო, პარიზიდან, პომპიდუს ცენტრის სამუზეუმო სათავსოდან იქნა მოპარული.
დეკემბერში ნახატი ბელგიიდან აშშ-ში იქნა გადაგზავნილი. დოკუმენტებში ის გაფორმდა როგორც „მხატვრული ასლი“ რომლის ღირებულება 30 ევროა. გზავნილის ნიუ-იორკში ჩამოსვლისას საბაჟო სამსახურმა ნახატი ამოიღო, რომლის შემდეგაც ბრუკლინის სასამართლოში საჩივარი კონტრაბანდის ბრალდებით შევიდა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნახატი, რომელიც 1911 წელს არის შესრულებული მილიონობით დოლარი ღირს.

banner
წინა სტატიაშიასაკთან ერთად ლეიკემიის დადგომა თითქმის გარდაუვალია
შემდეგი სტატიაპუტინი კრემლის ადმინისტრაციას და დუმას ხელფასებს უმცირებს