პეტრო პოროშენკო: დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირები მომავალში განვითარდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“უკრაინელი ხალხის სახელით და მე პირადად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დემოკრატიული და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების ხელშესახები შედეგების მიღწევა საქართველოში საერთაშორისო დონეზე საკუთარი ავტორიტეტის გაძლებირებისთვის მთავარი ფაქტორი გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირები მომავალში განვითარდება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე”, – წერია მილოცვის ტექსტში.

banner
წინა სტატიაში“თქვენი მუშაობა სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული”–გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მიმართა
შემდეგი სტატიასირიამ ,,ისლამური სახელმწიფოს,, 140 მეომარი მოკლა