სირიამ ,,ისლამური სახელმწიფოს,, 140 მეომარი მოკლა

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, თურქული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სირიის სამთავრობო საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შუაგულში მდებარე ქალაქ რაქქაზე, რომელიც ისლამისტების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტია…

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის არმიის საჰაერო დარტყმებს რაქქაში, ისლამისტთა მხრიდან დიდძალი მსხვერპლი მოჰყა… სირიული წყაროები 140 დაღუპული და ათეულობით დაჭრილი ისლამისტი მებრძოლის შესახებ ავრცელებენ  ინფორმაციას, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან რაიმე მსხვერპლზე, ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო: დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირები მომავალში განვითარდება
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხაჭაპურითაც ულოცავს