“თქვენი მუშაობა სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული”–გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მიმართა

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

664181022დღევანდელ და მომავალ თაობასაც ექნებათ ძლიერი და წარმატებული წუთები, როდესაც ჩვენ ვიქნებით გაერთიანებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, მესამე ბრიგადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი მიესალმა ჯარისკაცებს და მათ დღევანდელი დღე მიულოცა.
“ერები იბადებოდნენ და ქრებოდნენ, მაგრამ ჩვენი სამბოლო მტკიცედ იდგა, რადგან იყვნენ ადამიანები, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშვენიერ და სათაყვანებლ სამშობლოს, მამულს. ამ ადამიანების შრომით, შემოქმედებით შეიქმნა არაჩვეულებრივი კულტურა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ მსოფლიოს ყველა წერტილში. მათი შრომით შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ყველა გამოწვევს. იყო სირთულეები და სირთულეები მომავალში იქნება, მაგრამ დღევნდელ თაობებსაც, მომავალ თაობასაც ექნებათ ძლიერი და წარმატებული წუთები, როდესაც ჩვენ ვიქნებით გაერთიანებული იმ სიამაყით, რომელსაც მოუტანს ჩვენ სსამშობლოს ჩვენი შრომა, ჩვენი ღვაწლი, ჩვენი თავდადება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართული ჯარი არის ფუნდამენტი სახელმწიფოს სიძლიერის.

11350420_432691290242164_1326094369158177219_n
“თქვენი შემოქმედება, თქვენი მუშაობა სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული. იცოდეთ, რომ თქვენ პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ჩვენი სახელმწიფო სიძლიერე, ამტომ თქვენთან ერთად უკან ვიხედები მრავალსაუკუნოვბან ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს, ვიხედები მომავალ საუკუნეებში, სადაც უფრო ძლიერები და ერთიანები ვართ. საქართოველოს ყველა მოქალაქეს მინდა მივესალო, ვისთვისაც მთავარი ღრებულა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სიძლიერეაა. მინდა, სიმტიცით და იმედით გითხრათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მომავალში კიდევ უფრო ძლიერი იქნება, გამთლიანებული მეგობრობით, ერთმანეთის სიყვარულით რწმენით და იმედით. გილოცავთ. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ სამხედროებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებში+ ფოტო
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო: დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული კავშირები მომავალში განვითარდება