პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს მიულოცა

patriarqi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი დღე, გიორგობის დღესასწაული, განსაკუთრებით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც პატრიარქის თქმით, გიორგის სახელს ატარებს.
ამის შესახებ ილია მეორემ წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა ეს დღესასწაული ასევე განსაკუთრებით მიულოცა მთავრობას, სამღვდელოებას, სინოდს და ყველა ადამიანს, ვინც გიორგის სახელს ატარებს.
როგორც პატრირქმა ბრძანა, ჩვენ გვყავდა 12 მეფე, რომელიც გიორგის სახელს ატარებდა. პატრიარქმა მათი სულები მოიხსენია.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ქართველები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება