კობახიძე კუბილიუსს “არაევროპულს”, რიშს და შაჰინს კი “არაამერიკულ” პოლიტიკოსებს უწოდებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მორიგ ჯერზე ესხმის თავს დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსულ კანონს აკრიტიკებენ.

იმედის ეთერში მან ამტკიცა, რომ “გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია” და “არაევროპელი” და “არაამერიკული” პოლიტიკოსების წინააღმდეგობებს “აუცილებლად გადალახავენ”. ამ კონტექსტში მან ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მოიხსენია.

“ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები. იმისათვის, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს და გაარღვიოს ეს პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე. როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას. იმისათვის, რომ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და არ ვიყოთ ამ მუდმივ ჭიდაობაში ამ ნაცმოძრაობასთან, ენჯეოები და ა.შ. ეს არ არის ჯანსაღი მოცემულობა. იმისათვის, რომ ეს დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და მივიღოთ წელში გამართული დემოკრატიული სისტემა, ამისთვის აუცილებელია მინიმალური ევროპული გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრება. სადაც ხარ მართალი, სადაც ხალხია შენს მხარეს, იქ ყველა წინააღმდეგობა გადაილახება. კუბილიუსების და ასეთი პოლიტიკოსების, ასეთი არაევროპული პოლიტიკოსების წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გადაილახება. შაჰინი და რიში ხომ აბსოლუტურად არაამერიკული სტილის პოლიტიკოსების წინააღმდეგობაც აუცილებლად გადაილახება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე პროგრესულ ადამიანებთან საუბარი” – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიVisioner-ის ცნობით, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე 97 892 ადამიანი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიამარგველაშვილი ივანიშვილზე: გაცხადებული კურსია – მან დასავლეთი შეთქმულებაში დაადანაშაულა