პარლამენტმა რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობა დაასრულა

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

პარლამენტმა რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობა დღეს დაასრულა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სხდომის დასასრულს განაცხადა, პარლამენტი საშემოდგომო სესიებით მუშაობას სექტემბრიდან განაახლებს.
“მოგეხსენებათ მუშაობა დავიწყეთ ივნისის ბოლოდან და ყოველი კვირა გვქონდა სხდომები. ამრიგად შევძელით დაგეგმილი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. დაგვრჩა რამდენიმე თემა, მათ შორის არის აუდიტის სამსახურის ანგარიში, ეროვნული ბანკის ანგარიში, მეორე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დავუბრუნდებით სექტემბერში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საშემოდგომო სესია წელს დაიწყება პირველ სექტემბერს, სექტემებრის პირველ სამშაბათს. ასე რომ, პირველ სექტემბერს ჩვენთვის დაიწყება წელი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიის დახურვისას.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგების ანგარიშს აქვეყნებს
შემდეგი სტატია,,ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა”