“ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიამდე რამდენიმე საათია დარჩენილი

ლოს-ანჯელესში, “დოლბის” თეატრის წინ “ოსკარის” დაჯილდოვების რიგით 87–ე ცერემონიისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ხვალ ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს გამოავლენს.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში “ოსკარზე” წარდგენილია ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ნამუშევარია.

ურუშაძის განცხადებით, “ეს არის ესტონეთისთვის “ოსკარზე” წარდგენის პირველი შემთხვევა, ქართველი რეჟისორისთვის კი – მეორე. მე ქართველი ვარ. თქვენ იცით, რომ მანდარინები ესტონეთისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია, რაც ძალიან კარგია”.

“ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონია კვირა ღამით გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი2“ შემოგთავაზებთ.

banner
წინა სტატიაშირა საკითხზე შეხვდა დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს?
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია