ოლეკასი გერმანიის მხრიდან ლიტვის მიმართ შესაძლო პროვოკაციებზე ლაპარაკობს

ოლეკასი გერმანიის მხრიდან ლიტვის მიმართ შესაძლო პროვოკაციებზე ლაპარაკობს

 ოლეკასი გერმანიის მხრიდან ლიტვის მიმართ შესაძლო პროვოკაციებზე ლაპარაკობსდღეს ,გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია ლიტვას მრავალმიზნობრივ ვოხერის ტიპის ბრონირებულ ტექნიკას არ გადასცემს. ლიტვის თავდაცვის მინისტრი იოზას ოლეკასი თვლის, რომ ეს ინფორმაცია, შესაძლოა, პროვოკაცია იყოს, რომლის მიზანი გერმანია-ლიტვას შორის არსებული ურთიერთობის დაძაბვაა.
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამაში გარკვეული პროვოკაცია იმალება. პირველი, რაც გონებაში მოდის, ასეთი ამბის გაგების შემდეგ ის არის, რომ რაღაც ვერ არის კარგად გერმანია-ლიტვას ურთიერთობაში“ – განაცხადა ინტერვიუში ერთ-ერთ მედიასთან ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.
მან თქვა, რომ არ გამორიცხავს იმას, რომ ეს რუსეთის მხრიდან არის მოწყობილი.
„არ გამოვრიცხავ, იმას, რომ რადგანაც საინფორმაციო ომის რეჟიმში ვცხოვრობთ, ეს მისი ერთ-ერთი ელემენტი იყოს იმის მიუხედადავ, რომ გამოცემა, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს“ – თქვა ოლეკასმა.

banner
წინა სტატიაშიალონსო მძიმე ავარიაში მოხვდა
შემდეგი სტატიაიურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე– რუსებს გერმანელები შეცვლიან?