ალონსო მძიმე ავარიაში მოხვდა

_81163473_alonso3_getty,,ფორმულა-1,, ს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მძიმე ავარიაში მოხვდა.

ინციდენტს ადგილი ჰქონდა ბარსელონის ავტოტრეკზე, სადაც წინასასეზონო ტესტები ტარდებოდა. ალონსო თავისი მაკლარენით ტრასიდან გადავარდა და ბორდიურს შეეჯახა. ავარიის შედეგად მისი ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა, ხოლო დაშავებული ალონსო ვერტმფრენით უახლოეს კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული. ორსაათიანი გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ალონსოს ჯანმრთელობას სერიოზული არაფერი ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტს მეუღლე 23 თებერვალს არ მიულოცავს
შემდეგი სტატიაოლეკასი გერმანიის მხრიდან ლიტვის მიმართ შესაძლო პროვოკაციებზე ლაპარაკობს