იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე– რუსებს გერმანელები შეცვლიან?

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე რუსებს გერმანელები შეცვლიან?

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?იურმალადან რუსული ფესტივალების წასვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ლატვიაში. მეწარმეები გაკოტრებას ელოდებიან სარესტორნო და სასტუმრო სეგმენტში, ლატვიელი პოლიტიკოსები რუსეთის „მსუბუქ ძალაზე“ ლაპარაკობენ, და მიუხედავად ყველაფრისა,იურმალა ტურისტების ნაკადს ელოდება.
13 წლის მანძილზე „ახალი ტალღა“ იურმალას საფესტივალო ცხოვრების ცენტრალური მოვლენა იყო.

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?ყოველ წელს ფესტივალის მომზადება ჭორით იწყებოდა, რომ „წელს ის ნამდვილად ბოლოჯერ ტარდება.“ მიზეზი სხვადასხვა იყო: საკონცერტო დარბაზ „დინტერში “VIP რესტორნების ექსპლოატაციიდან ადგილობრივი არასტუმართმოყვარე ნაციონალისტებით დასრულებული.
მაშინ იურმალას ჩინოვნიკები და მეწარმეები ერთხმად ამბობდნენ, რომ „ახალმა ტალღამ“ იურმალას საერთაშორისო კურორტის რეპუტაცია დაუბრუნა.
გასულ წელს რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე დავამ „ახალი ტალღის“ დადებით და უარყოფით მხარეებზე ახალი სტარტი აიღო. ადგილობრივი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ „ახლი ტალღა“ რუსული გავლენების მატარებელია.„ცხადია, პოპ კულტურა „ძალაუფლების ერთ-ერთი საშუალებაა, ის კი აქ არა თუ რუსული, არამედ საბჭოურია. რუსეთის წყალობით ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის – რუსული, იმპერიული და საბჭოური. ხელისუფლებამ კი იცის ეს როგორ გამოიყენოს“ – ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინსიტრი არტის პაბრიკსი.

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?უკანასკნელი „ტალღის“ გახსნამდე სამი დღით ადრე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოსებ კაბზონს, ვალერიას და ოლეგ გაზმანოვს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სამივე, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით ყირიმის ანექსიას აქტიურად უწერდა მხარს, და შესაძლებლობა იმისი, რომ ისინი სცანას პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენებდნენ, დიდი იყო.
გასული თვეების მანძილზე ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ „ახლალი ტალღა“ შესაძლებელი იყო ყირიმში ან სოჭში გადასულიყო. იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ იურმალა ერთდროულად ოთხმა რუსულმა ფესტივალმა დატოვა: „ახალმა ტალღამ,“ კავეენმა, „იურმალინმა“ და „კომედი კლაბმა.“
ამავე დროს, ლატვიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი, რუსი კომპოზიტორი იგორ კრუტოი ახალი ფესტივალის ორგანიზებას აპირებს.

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?
მიზეზები, თუ რატომ დატოვა ოთხმა ფესტივალმა იურმალა, უკრაინის კრიზისს უკავშირდება და ისინი იურმალას სცენას კრიზისის მოგვარების შემდეგ დაუბრუნდებიან – ასეთია მასპინძელი ქვეყნის პოზიცია. რუსეთის ელჩმა ლატვიაში კი განაცხადა, რომ ფესტივალების დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს.იურმალაში წელს ტურისტების 10%-ით ზრდას ელოდებიან. თუმცა, ოპტიმიზმს ყველა არ იზიარებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იურმალაში რუსებს გერმანელები შეცვლიან. თუმცა, ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ რა სახის ჩანაცვლებაზეა საუბარი.

იურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე  რუსებს გერმანელები შეცვლიან?
ყველა სეზონის და იმის მოლოდინშია, გაკოტრდებიან თუ თავს როგორმე გაიტანენს 2015 წლის სეზონზე.

 

 

banner
წინა სტატიაშიოლეკასი გერმანიის მხრიდან ლიტვის მიმართ შესაძლო პროვოკაციებზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება-გიორგი ქადაგიძე