ოლანდი აღმოსავლეთ უკრაინის ფართო ავტონომიაზე ალაპარაკდა

-მერკელ-ოლანდის სამშვიდობო გეგმა, როგორც აღმოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში 50 დან 70 კილომეტრამდე დემილიტარიზებული ზონის წარმოქმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ფრანგულ ტელეარხტან თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრასუა ოლანდმა განაცხადა. მან სეპარატისტი მეომრების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ის ხალხი ომობს და რომ რთული იქნება მათი შემობრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ. მან აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ ისაუბრა ფრანგულ ტელეარხთან.
გასულ ხუთშაბათსა და პარასკევს მერკელისა და ოლანდის მიერ კიევსა და მოსკოვში ჩატარებულ მოლაპარაკებებს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პუტინის მხრიდან მხოლოდ მინსკის ხელშეკრულების დახვეწის შესახებ თახმობა მოყვა.

banner
წინა სტატიაშილადო ჭანტურია – ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი წელს აუცილებლად შედგება
შემდეგი სტატიაპოროშენკო რუსულ სამყაროზე, უკრაინის ომზე და მსოფლიო თანამეგობრობაზე, მიუნხენში