ოკუპირებულმა აფხაზეთმა შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისებაზე აკრძალვა გააუქმოს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

ოკუპირებულმა აფხაზეთმა, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისებაზე აკრძალვა გააუქმოს.
სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, მორატორიუმის გაუქმების იდეა თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააჟღერა, რომელიც თვლის, რომ “ბევრი ცდილობს, უცხოელ მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისების წინააღმდეგ გამოსვლის პოლიტიკური დივიდენდები ჩაიწეროს”.
“სინამდვილეში, ასეთი გარიგებები მუდმივად ხდება, მაგრამ სახელმწიფო აქედან ვერაფერს იღებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ის ინიციატივით გამოვიდა, გულრიფშის რაიონში სასტუმროებისა და სანატორიუმების მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთები რუსეთის მოქალაქეებს გრძელვადიანი იჯარით გადაეცეს.
“აღმოსავლეთ აფხაზეთში არამარტო აგრარული, არამედ ტურისტულ-რეკრეაციული სფეროებიც უნდა განვითარდეს”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი: ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტს ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს
შემდეგი სტატიამცხეთაში მშენებლობაზე, პრივატიზაციასა და გასხვისებაზე მორატორიუმი კერძო სექტორსაც ეხება