ოთარ დანელია: ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 52 მილიონ ლარს მიაღწია

29 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. რთველის მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს ბრიფინგი გამართა და ყურძნის გადამუშავების საკითხებზე დეტალურად ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, გადამუშავებულია რქაწითელი – 39,5 ათასი ტონა, საფერავი – 33,5 ათას ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი – 17,5 ათასი ტონა, ყვარელი – 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო – 3,5 ათასი ტონა, ახმეტა – 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა.

24 სექტემბერს დღეღამური გადამუშავების ბოლო 25 წლის რეკორდული მაჩვენებელი – 7 100 ტონა ყურძენი დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია თავის ძმაზე და ე.წ. ნარუშილოვკის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიადავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება – ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება