დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება – ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება

დავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუდნება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თევზაძის განმარტებით, ოქტომბერში საზოგადოება მის თანამოაზრეებსაც გაიცნობს. სწორედ ამ დროისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაერთიანების ყრილობის გამართვას გეგმავს.

“სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება. შეიქმნება პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,” – განაცხადა დავით თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 52 მილიონ ლარს მიაღწია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში