ოთარ დანელია სტიქიის შედეგებს კახეთში გაეცნობა

http://www.timer.ge/?p=42315

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სტიქიის შედეგებს კახეთში გაეცნობა. როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელია ყვარელში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება და ადგილზე შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნობა.
კახეთის რამდენიმე რაიონი სტიქიამ დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარლის რაიონში მოსავალი გაანადგურა. სეტყვასთან ერთად ყვარლის რაიონში ძლიერი ქარიც იყო, რამაც სახლს სახურავები გადახადა.
სტიქია იყო ლაგოდეხის რაიონშიც, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში დატბორილია სახლების პირველი სართულებიც. სტიქიამ განსაკუთრებით სოფელ გიორგეთის მოსახლეობა დააზარალა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.
სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილზე ბრიგადების ჩასვლა თბილისიდანაც გახდა საჭირო.
მეწყერი ჩამოწვა ახმეტის რაიონში. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.

banner
წინა სტატიაშიმერიის წარმომადგენლებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე გვირაბები დაათვალიერეს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეის ლიდერმა “ნახევრად ომის მდგომარეობა” გამოაცხადა