ნორმანდიული ოთხეული უკრაინაში ეუთოს მისიის გაგრძელებაზე შეთანხმდა

პარიზში ნორმანდიის ოთხეულის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეუთოს მისიის მონიტორინგი კიდევ ერთ წელს გაგრძელდება. მხარეებმა ერთმანეთს ისევ მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებისკენ.

“ოთხმა მინისტრმა მინსკის შეთანხმებების შესრულება მოითხოვა. ჩვენ ვითხოვთ ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელებას და პერსონალის დამატებას. ასევე მოვითხოვთ, რაც შეიძლება, მალე დასრულდეს მძიმე შეიარაღების გატანის გეგმის განხორციელება,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვის თქმით, ოთხეულს სასარგებლო შეხვედრა ჰქონდა.

შეხვედრით უკმაყოფილო იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. პაველ კლიმკინის შეფასებით, ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაგმონ მხარეებმა დებალცევოში მომხდარი ფაქტი და სხვა ტრაგიკული მოვლენები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის დროს განვითარდა.

 

banner
წინა სტატიაშიდემურ გიორხელიძე: ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრე უნდა აეტეხა განგაში
შემდეგი სტატიარატომ გათავისუფლდა ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის თანამდებობიდან?