დემურ გიორხელიძე: ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრე უნდა აეტეხა განგაში

ლარის კურსთან მიმართებით შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ ექსპერტები და ხელისუფლებას რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ. მათი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება.

ისინი ბიუჯეტის ხარჯების 500 მილიონი ლარით შემცირების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

„თუ ყველაფერს კარგად აკეთებდა ეროვნული ბანკი, მას გაცილებით ადრე უნდა აეტეხა განგაში. მთავრობა დღესაც არ არის აზრზე თუ რა ნეგატიურ მოვლენებთან აქვთ საქმე და ამიტომ არის მისი მოქმედებები არაეფექტური. ვერანაირი სამთავრობო ხარჯების შემცირება დღეს გავლენას ამ ცუდ მდგომარეობაზე ვერ იქონიებს,“ – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”GRASS”-ის ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე კი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში მთავრობის მხრიდან სწორი განცხადებები გაკეთდა, თუმცა თუ მას არ მოყვა ასეთივე სწორი ქმედებები დროულად, მაშინ შედეგიც დაიგვიანებს.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძეს პარლამენტის ორ კომიტეტში მოუსმენენ
შემდეგი სტატიანორმანდიული ოთხეული უკრაინაში ეუთოს მისიის გაგრძელებაზე შეთანხმდა