რატომ გათავისუფლდა ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის თანამდებობიდან?

მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობებს აღარ შეასრულებს. ამის შესახებ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მერის თქმით, თბილისის მერიაში ეკონომიკური მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ამ მიზნით მარტის პირველ ნახევარში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.
ცენტრის საქმიანობის ამოქმედების შემდეგ ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის ფუნქციებს აღარ შესრულებს. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ ცენტრის შესახებ ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
დავით ნარმანიას თქმით, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დაეხმარება მეწარმეებს სამეწარმეო უნარების განვითარებაში, წაახალისებს მათ საქმიანობას და სამეწრამეო პროექტების კოორდინაცის საკითხებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშინორმანდიული ოთხეული უკრაინაში ეუთოს მისიის გაგრძელებაზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია მოითხოვს დადგინდეს, როგორ მოხვდა რუსული სამხედრო ავტომობილები თბილისში