ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილისგან და არც რომელიმე მისი მეობრისგან არც მე და არც ჩემს კომპანიას არც ერთი ლარი არ მიგვიღია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილისგან ფულადი დახმარება არასოდეს მიუღია.ამის შესახებ გვარამიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო „რუსთავი 2“-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა და სწორედ ამ პრობლემაზე ესაუბრებოდა მიხეილ სააკაშვილს.

„ჩანაწერში საუბარი არ არის ხალხის დაყენებაზე, იქ საუბარია თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემაზე. ყოველდღიური ხმაურიანი და სტრესული პროცესი ძალიან აზიანებს კომპანიას, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩემს მეგობარს ვუზიარებ იმ პრობლემას, რომელიც მაქვს ჩემს კომპანიაში. ხაზგასმით ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილისგან და არც რომელიმე მისი მეობრისგან არც მე და არც ჩემს კომპანიას არც ერთი ლარი არ მიგვიღია“, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი: არ მგონია სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა სააკაშვილს შეუნარჩუნოს ის, რასაც კონსტიტუცია კრძალავს