უსუფაშვილი: არ მგონია სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა სააკაშვილს შეუნარჩუნოს ის, რასაც კონსტიტუცია კრძალავს

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის პროცედურის დაწყების შესახებაც აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს.

„უნდა აღსრულდეს კონსტიტუციის დებულებები ყველაფრის და ყველას მიმართ. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ვინმე ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ის თანხმდება იმაზე, რომ მას არ უნდა საქართველოს მოქალაქეობა. ეს ადამიანის გადასაწყვეტია. ეს გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა და მე არ მგონია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა მას შეუნარჩუნოს ის, რასაც კონსტიტუცია კრძალავს. ამიტომ აქ გარდა ტექნიკური გადაწყვეტილებისა რაიმე არსობრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავ,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ეფარდება კონკრეტულ ადამიანს და არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილისგან და არც რომელიმე მისი მეობრისგან არც მე და არც ჩემს კომპანიას არც ერთი ლარი არ მიგვიღია
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: გადავწყვიტე უარი ვთქვა მთავარი პროკურორობის კანდიდატობაზე