ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 ათასამდე გაიზარდა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 ათასამდე გაიზარდა, დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ რაიონამდე მისვლა ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.

ცნობილია, რომ მაშველებმა ევერესტზე დაღუპული 17 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს. გარდაცვლილთა შორის კომპანია google-ის მენეჯერიცაა, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 61 ადამიანიც დაშავდა.

ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში ნეპალს საერთაშორისო გაერთიანება დახმარაბას სთავაზობს. ჰუმანიტარული მისიები ქვეყანაში უკვე გაგზავეს რეგიონისა და დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჯანელიძეს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქი და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ერთობლივ წირვას აღავლენენ