„ნებისმიერ დროს შესაძლებელია მეწყერი ჩამოწვეს“

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, სოფელ ახალდაბის მოსახლეობისგან დაცლის საკითხი, ამ ეტაპზე არ დგას.

მისი თქმით, ბევრი მეწყრული უბანია დაფიქსირებული და ნებისმიერ დროს შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს.

„მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებთან, სადაც საფრთხე იდენტიფიცირებული იყო, მოსახლეობის გასახლების პროცესი დაწყებულია, ხოლო იქ, სადაც საფრთხე არ არის, ადამიანები დარჩებიან. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა. მეწყერი თავისი ზომით დიდი არ იყო, თუმცა საკმაოდ ბევრი მეწყერული უბანია იდენტიფიცირებული და ქანებიც დასუსტებულია. ასე რომ, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, მათი ჩამოწოლა მოხდეს“, – განაცხადა აგულაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ეტაპისთვის, სოფლის დაცლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ რაიმე ტიპის ზარალი, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური. ამ ეტაპზე, მოსახლეობისგან სოფლის დაცლის საკითხი არ დგას, რადგან სოფელ ახალდაბას საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, ახალდაბიდან 5, ხოლო წყნეთის მხრიდან 3 ოჯახის ევაკუირება მოხდება“, – განაცხადა აგულაშვილმა.

წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე, 9 ივლისს მცირე ზომის მეწყერი ჩამოწვა.

banner
წინა სტატიაში“თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია”
შემდეგი სტატიაკახი კალაძე ტარიფების მატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაუარა