“თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია”

„თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ოლიმპიადისთვის ყველა ობიექტი მზად არის და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

ახვლედიანის თქმით, ოლიმპიადისთვის ყველა ობიექტის გახსნა უახლოეს დღეებში დასრულდება. მისივე შეფასებით, თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა აქვს ოლიმპიადისთვის.

„იცით, რომ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო იმასთან დაკავშირებით, მოესწრებოდა თუ არა მშენებლობები, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტი ყოველთვის დაჟინებით აცხადებდა, რომ ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოპდა. დღევანდელი დღე ამის დასტურია. დღეს გაიხსნა ტანვარჯიშის, ფრენბურთის სასახლეები. მძლეოსნობის არენა, ახალი სასტუმრო, რომელიც განლაგებულია ახალ თბილისში. ჯერ კიდევ 18 თვის წინ, ეს ტერიტორია იყო მიგდებული და ახლა ყველა ვხედავთ, რა შედეგი მივიღეთ. ჩვენს რეგიონში და უახლოეს სამეზობლო ქვეყნებში, ნამდვილად, ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა ამ მხრივ. ყველა ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, უახლოეს დღეებში კი დასრულდება ყველა ობიექტის გახსნა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმითვე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაც დასრულებულია.

banner
წინა სტატიაში„მივმართავთ აზერბაიჯანის მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნას ეს ფაქტი გამოძიებული“
შემდეგი სტატია„ნებისმიერ დროს შესაძლებელია მეწყერი ჩამოწვეს“