“ნება მომეცით, მე არ დავეთანხმო,” – მინდია ჯანელიძე დავით საგანელიძის კრიტიკაზე

თავდაცვის მოქმედმა და ყოფილმა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ მომავალ თანამშრომლობაზეც ილაპარაკეს და გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის კრიტიკას მინდია ჯანელიძის მისამართით. მისი თქმით, უწყების შესახებ ხშირად ისმებოდა კითხვები საგარეო კურსის შესახებ, ხიდაშელის დანიშვნით კი, ამ კითხვებს პასუხი გაეცა.

“კატეგორიულ უარს ვაცხადებ ამ ტიპის მსჯელობაზე და ამას დაგიდასტურებთ, შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში, როდესაც თქვენ ნახავთ, რა ინტენსივობით გვექნება ურთიერთობა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა მინდია ჯენალიძესთან მომავალ თანამშრომლობაზე საუბრისას.

ყოფილი მინისტრის მისამართი გამოთქმულ კრიტიკას არ დაეთანხმა არც მინდია ჯანელიძე.

“ნება მომეცით, მე არ დავეთანხმო, რადგან ყველა აუცილებელი საერთაშორისო აქტივობა მიმდინარეობდა მაღალ დონეზე, აქტიურად და შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია, ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში„მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება,“ – მმართველი გუნდი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს
შემდეგი სტატიაოცნებისტობა ცუდი ტონი ხდება – აცხადებს რომან გოცირიძე